დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მთავარი - ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

 

  1. პროფესიულ  სტუდენტს ან პერსონალს უფლება აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მკითხველის ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მიიღო საბიბლიოთეკო მომსახურება.
  2. პროფესიული სტუდენტი ან პერსონალი ვალდებულნი არიან გაუფრთხილდენენ ბიბლიოთეკის ქონებას, ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცვან სიჩუმე, წესრიგი საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენის ნორმები;
  3. პროფესიულ სტუდენტებსა და პერსონალს ეკრძალებათ წიგნის/სასწავლო მასალის დაზიანება მათ შორის მასში მინაწერის გაკეთება, ჩაკეცვა, ფურცლის ამოგლეჯა ან სხვა სახის ზიანის მიყენება.
  4. პროფესიულ სტუდენტზე ან პერსონალზე წიგნის/წიგნების/სასწავლო მასალის სახლში გაცემა დასაშვებია  არაუმეტეს 2 კვირით; პროფესიული სტუდენტი ან პერსონალი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ბიბლიოთეკაში ვადის გადაუცილებლად.
  5. წიგნი/სასწავლო მასალა, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნით/სასწავლო მასალით მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან გადაუღოს ასლები მისთვის საჭირო გვერდებს, საავტორო უფლებების დაცვის ინსტრუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად.
  6. პროფესიული  სტუდენტი ან პერსონალი სახლში გატანილი წიგნის/სასწავლო მასალის ვადის გადაცილებით დაბრუნების შემთხვევაში კარგავს წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის უფლებას.
  7. ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის/სასწავლო მასალის დაკარგვის ან მისი დაზიანების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი ან პერსონალი ვალდებულია აანაზღაუროს მისი ღირებულება ან აანაზღაუროს დანაკარგი იმავე წიგნით/სასწავლო მასალით.