დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მთავარი - ისტორია

„თეგეტა აკადემია“ შეიქმნა 2013 წელს ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წიაღში. მისი შექმნის მიზანს იმთავითვე წარმოადგენდა სერვისების გაუმჯობესების მიზნით, კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, განვითარება და ახალი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მოთხოვნითა და მხარდაჭერით, შექმნის დღიდან „თეგეტა აკადემიის“ მიერ წელიწადში 80-ზე მეტი ტრეინინგია ჩატარებული თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. არაფორმალური განათლების შეთავაზება „თეგეტა აკადემიის“ მიერ გახდა მიზეზი „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა. სტატისტიკურად, წლის განმავლობაში სამსახურის მაძიებლის 700-მდე განაცხადი შემოდის გაყიდვების კონსულტანტის, მექანიკოსის და ა.შ. პოზიციებზე, რაზედაც შერჩევის შედეგად საქმდებიან „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები.
„თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკული კურსი ემყარება სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების ევროპულ მოდელს და ითვალისწინებს დამსაქმებელთა მნიშვნელოვან ჩართულობას პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების და სწავლის შედეგების მიღწევის პროცესში. 2017 წელს სასწავლო ცენტრის- “თეგეტა აკადემიის“ ფარგლებში 200-მდე პირმა გაიარა პრაქტიკული კურსი და მათ შორის 114 პირის დასაქმება უზრუნველყო კომპანია „თეგეტა მოტორსმა“. თგეტა აკადემიის სასწავლო კურსს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი ტრენერები, მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები „ბოშის“, „მოტულის“, „პორშეს“, „ტოიოტას“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.