დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

" თეგეტა აკადემიას " ექსპერტები ეწვივნენ

მთავარი - სიახლეები - " თეგეტა აკადემიას " ექსპერტები ეწვივნენ


გასულ კვირას " თეგეტა აკადემიას " 3 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრები. მათ შეამოწმეს ყველაფერი, რაც საავტორიზაციო განაცხადისთვის გვქონდა მიწოდებული : ნახეს ყველა დოკუმენტი; დაათვალიერეს ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსები, რაც საჭირო იყო ავტორიზაციის დაკმაყოფილებისთვის. ცენტრის წევრები შეხვდნენ პროფესიულ მასწავლებლებს, ნახეს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცე, აპარატურები და აკადემიის ნივთები. 
" თეგეტა აკადემია " აქტიურად ემზადება ავტორიზაციის მისაღებად, ხოლო ეს კი იყო ერთ- ერთი გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამომავლო მიზნებისკენ.