დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

"თეგეტა აკადემიას" არაფორმალური განათლების აღიარების უფლება ოფიციალურად მიენიჭა

მთავარი - სიახლეები - "თეგეტა აკადემიას" არაფორმალური განათლების აღიარების უფლება ოფიციალურად მიენიჭა

,,თეგეტა აკადემიას“ არაფორმალური განათლების აღიარების უფლება ოფიციალურად მიენიჭა, რაც საავტომობილო სფეროში მომუშავე ტექნიკური პერსონალისთვის არაფორმალურად მიღებული განათლების შემოწმებასა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემას გულისხმობს.

საავტომობილო დარგში დასაქმებულებს უკვე შეეძლებათ, მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკუთარი გამოცდილების შესაბამისად, არაფორმალური განათლების დადასტურება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი მოითხოვონ. საქართველოში ბევრი ავტომექანიკოსია, რომელსაც პროფესიის მიხედვით განათლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. „თეგეტა აკადემია“ დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის შემოწმებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით უზრუნველყოფს. რაც გულისხმობს იმას, რომ „თეგეტა აკადემიის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია დაადგენს დაინტერესებული პირის ცოდნის შესაბამისობას სახელმწიფო სტანდარტებთან და შესაბამის დოკუმენტს გასცემს.

„თეგეტა აკადემია“ 2017 წელს დაფუძნდა და ერთადერთი კერძო ავტორიზებული პროფესიული კოლეჯია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ახორციელებს დუალურ და მოდულურ პროფესიულ პროგრამებს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით.