დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტა აკადემია

მთავარი - სიახლეები - თეგეტა აკადემია

თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრთეგეტა აკადემიისმიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.

 

2019 წელს თეგეტა აკადემია პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა სასწავლო პროგრამა - ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელიწადს და 8 თვეს. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

 

„თეგეტა მოტორსი“ 24 წელია ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. კომპანიაში 1 500-ზე მეტი კადრია დასაქმებული, აქედან 2018 წლის პერიოდში 450 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ უმრავლესობასთეგეტა აკადემიისკურსდამთავრებულები წარმოადგენენ.