დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტა აკადემიის 2018 წლის სასწავლო კურსი ბათუმში

მთავარი - სიახლეები - თეგეტა აკადემიის 2018 წლის სასწავლო კურსი ბათუმში

ბათუმში თეგეტა აკადემიის ტრენინგ პროგრამა წარმატებით დასრულდა.

კურსი ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 13 სტუდენტი იღებდა.

სტუდენტების საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია 30 ნოემბერს, თეგეტა აკადემიის ცენტრალურ ოფისში შედგა.

კურსდამთავრებულებს სიგელები და ჯილდოები თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა გადასცა. მან უშუალოდ მიულოცა სტუდენტებს კურსის წარმატებით დამთავრება და სერთიფიკატთან ერთად, წამახალისებელი სტიპენდიაც გადასცა.

ცამეტივე წარმატებული კურსდამთავრებული კომპანია თეგეტაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე დასაქმდა- მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი სახით მომავალი, წარმატებული, თაობა გაეცნოთ.

წარმატებებს ვუსურვებთ თეგეტას ახალ წევრებს !