დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ახალგაზრდები პროფესიული პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ

მთავარი - სიახლეები - ახალგაზრდები პროფესიული პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ახალგაზრდების უმრავლესობა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე. აღნიშნული ინიციატივა პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება ახალგაზრდების დასაქმების დონის გაუმჯობესებაზე.

დეტალურ ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.