დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ტრენინგის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება

მთავარი - სიახლეები - ტრენინგის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება


6 სექტემბერს, თეგეტა აკადემიის აუდიტორიაში, ტრენინგის კურსდამთავრებულებს, თეგეტა აკადამიისა და თეგეტა მოტორსის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა. 15 წარმატებული კურსდამთავრებული კომპანია თეგეტაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე დასაქმდა, ამიტომ მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი სახით მომავალი, წარმატებული, თაობა გაეცნოთ. მათ უშუალოდ მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს სატრენინგო კურსის წარმატებით დამთავრება, დასაქმება და სერთიფიკატთან ერთად წამახალისებელი სტიპენდიაც გადასცეს.

 

ჩვენი კურსი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს, საკმაოდ რთული და შრომატევადია, თუმცა რეალურ ცოდნას იძლევა. პროფესიულ კურსზე მოსახვედრად აპლიკანტებმა, გამოცხადებული ვაკანსიის საფუძველზე, შესაბამისი ტესტი და გასაუბრება გაიარეს, ჩარიცხვის შემდეგ, სტუდენტები 6 კვირის განმავლობაში ინტენსიურად სწავლობდნენ ავტომობილის და მისი ძირითადი აგრეგატების აგებულებას და მუშაობის პრინციპებს. მათი მასწავლებელი-ტრენერები ჩვენივე კომპანიის თანამშრომლები არიან, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური კურსები, როგორც TOT-ის ასევე ტექნიკური ცოდნის კუთხით. რა თქმა უნდა, ისევე როგორც პროფესიული სტუდენტებისათვის, ისე ჩვენთვის მნივშვნელოვანია მათი შემდგომი დასაქმება და განვითარება კომპანიის შიგნით.



სწორედ ამიტომ, პრაქტიკული სწავლების დაწყება, რაც შეიძლება ითქვას, მათი დასაქმების და რეალურად გაწეული შრომის პირველი საფეხურია, ძალიან გააზრებულად ხდება, კომპანიის საჭიროების ტრენერის რეკომენდაციით, კანდიდატის შედეგებისა და კანდიდატის ინტერესების გათვალისწინებით მენეჯმენტი წყვეტს, ვინ რა მიმართულებაზე გააგრძელებს პრაქტიკულ სწავლებას. წარმატებებს ვუსურვებთ თეგეტა აკადემიის წარმატებულ კურსდამთავრებულებს" - განაცხადა "თეგეტა აკადემიის" დირექტორმა, ლიკა ბერუაშვილმა.