მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

8 საათი

ბიზნეს ტრენინგები Back  ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად
შინაარსი
საინტერესოა, რამდენ რამეზე შეუძლია 1 კონკრეტულ მეილს მოახდინოს ზეგავლენა? - შთაბეჭდილებას ქმნის ჩვენს პროფესიონალიზმზე, ზრდის ეფექტურობას, ახდენს გავლენას კარიერაზე და მოქმედებს კომპანიის იმიჯზე. მეილის გაგზავნას ხშირად ახლავს შფოთვა, რადგან არ ვართ დარწმუნებულები საკმარისად ცხადი, გამართული და საინტერესოა თუ არა.

ტრენინგის მიზანი
მონაწილეებს განუვითაროს საქმიანი მიმოწერის უნარ-ჩვევები და გააცნოს მეილის ფორმირების მიდგომები, რაც მათ დაეხმარება როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში. მისცეს პრაქტიკული ცოდნა, როგორ გამოიყენონ თანამედროვე პლატფორმები წერილობითი კომუნიკაციისთვის.
 
ტრენინგისთემატიკა
  • წერილის გამგზავნის მოლოდინები და რეალობა. 
  • აუდიტორიის განსაზღვრა. 
  • წერილის მიზნის და სათაურის განსაზღვრა.
  • მეილის სტრუქტურა. 
  • აკადემიური წერა, აკრონიმები და პუნქტუაცია. 
  • მეილის გაგზავნის სწორი დრო. 
  • წერილის ტონი. 
  • არასწორად გაგზავნილი მეილის უკან დაბრუნება. 
  • საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო მიმართვები და ტექნიკები. 
  • Outlook და Gmail გამოყენების წესები

შედეგი
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას. გაიუმჯობესებენ საქმიანი მიმოწერის უნარებს და ივარჯიშებენ პლატფორმების გამოყენებაში.

სამიზნე აუდიტორია
ნებისმიერი პირი, ვისაც ყოველდღიურად უწევს მეილით კომუნიკაცია.

მეთოდოლოგია
ტრენინგი ეფუძნება Business Insider, Harvard და სხვათა მოწინავე საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს. ასევე, გათვალისწინებულია ქართული გამოცდილება და სპეციფიკა 

ტრენერი

Training

მარიეტა მაჭარაშვილი

ბიზნეს ტრენერი

Training

ეთუნა ჩუბინიძე

ტრენინგებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი