ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შედგება მოლაპარაკებებისგან. არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობ, დაწყებული ოჯახიდან დამთავრებული საქმიანი ცხოვრებით, ყოველ დღე გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი დარწმუნება. ამ პროცესებში კი ყველას ერთი მიზნის მიღწევა გვსურს და ეს მიზანი მოლაპრაკებებში გამარჯვებაა.
დავით კენჭაძის საავტორო პროგრამის ფარგლებში შენ შეგიძლია ისწავლო 150-მდე კონკრეტული სტრატეგია და ტექნიკა, რაც დაგეხმარება მაქსიმუმამდე გაზარდო მოლაპარაკებების პროცესში წარმატების შანსები. პროგრამის ბოლოს შენ გეცოდინება როგორ დაგეგმო, მართო და დახურო ნებისმიერი სირთულის მოლაპარაკება.
პროგრამა შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან:
სტრატეგიული მომზადება
- როგორ გავიგოთ და გამოვიყენოთ მეორე მხარის სუსტი წერტილები?
- როგორ გავაკეთოთ შეთავაზება?
- როგორ გავიდეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირზე?
- მოლაპარაკების რა ალტერნატივები არსებობს და როგორ დავგეგმოთ ისინი?
- ემოციური მდგომარეობა - მთავარი არ არ არის რას ლაპარაკობ, მთავარია როგორ ლაპარაკობ.
- მოლაპარაკების ტონი.
- როგორ გავიგოთ და გავაანალიზოთ მეორე მხარის სურვილები?
- რა შეკითხვები დავსვათ და როგორ მოვემზადოთ ამისთვის წინასწარ?
შეტევის სტრატეგიები
- როგორ დავიწყოთ მოლაპარაკება და რა ფრაზები გამოვიყენოთ?
- როგორ გადავიდეთ სუსტი პოზიციიდან ძლიერში?
- როგორ დავაწყებინოთ მეორე მხარეს თავის მართლება?
- როგორ მივიღოთ უარი და ვუპასუხოთ კონტრარგუმენტებს?
- როდის და როგორ შევაჩეროთ მოლაპარაკება?
- მანიპულაციის რა ტექნიკები არსებობს და როდის შეიძლება მათი გამოყენება?
თავდაცვის სტრატეგიები
- როგორ ავაწყოთ თავდაცვის ლოგიკა და სტრატეგია?
- ფოკუსირება შენს ინტერესებზე VS მეორე მხარის ინტერესებზე.
- როგორ წარვმართოთ მოლაპარაკება აგრესორთან?
- როგორ წარვმართოთ მოლაპარაკება ტოქსიკურ და მძიმე ადამიანებთან?
- მოლაპრაკების როგორი მიდგომები არსებობს და რომელი როდის გამოვიყენოთ?
- როგორ გამოვიყენოთ ბედნიერების სინდრომი?
- რა გავაკეთოთ, როცა პასუხად ვიღებთ არას?
ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?
- ვინც მუშაობს კორპორატიული და საცალო გაყიდვების სფეროში.
- ვისაც უწევს კომპანიის შიდა და გარე მოლაპარაკებების წარმოება.
- მუშაობს ქვედა, საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე.
- ეწევა ინტელექტუალურ საქმიანობას.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 დღე
ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 საათი, (ჯამში 9 საათი).
მონაწილეობის ღირებულება: 650₾
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3BHQveQ პროგრამის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ტელ: 591974880 ელ.ფოსტა: info@tegetaacademy.ge ან მოგვწერეთ თეგეტა აკადემიის Facebook გვერდზე