კურსის შესახებ
კურსის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის რეალიზება მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით.
კურსი შედგება 4 ძირითადი კომპონენტისგან:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
პროგრამის ამ ნაწილში მონაწილეები ისწავლიან მსუბუქი ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს.
II. ელექტროობის საფუძვლები
პროგრამის ამ ნაწილში მონაწილეები ისწავლიან დენის წარმოქმნისა და აგებულების პრინციპებს, სხვადასხვა ელექტრო კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ასევე, ავტომობილის საბაზო ელექტრო კომპონენტების, როგორებიცაა სტარტერისა და გენერატორის მუშაობის პრინციპები და ეგებულება.
III. ძრავის ელექტროობა
მონაწილეები ისწავლიან ძრავის ელექტრო და ელექტრონულ სისტემებს. გაეცნობიან ძრავის შემადგენელი სხვადასხვა ელექტრო კომპონენტების აგებულებას, კონსტრუქციულ თავისებურებებსა და მუშაობის პრინციპებს.
IV. საკომუნიკაციო ხაზები
მონაწილეები ისწავლიან თუ რისთვის არის საჭირო ელექტრონულ დონეზე ავტომობილის სხვადასხვა სისტემებს შორის კომუნიკაცია. განხილული იქნება თითოეული სტრუქტურა, უპირატესობები და გამოყენების სპეციფიკა.
პროგრამის დეტალური აღწერა
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება (80 სთ)
- მსუბუქი ავტომობილის კლასიფიკაცია ბრენდები, საკვანძო აგრეგატების რესურსი.
- ავტომობილის აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემები;
- დაკიდების და საჭის მექანიზმში გამოყენებული ელექტრონული სისტემები: პნევმატიკა, ელექტროსტაბილიზატორები;
- ელექტრორეგულირებადი ამორტიზატორები, საჭის ელექტროგამაძლიერებელი. საჭის ელექტროჰიდრავიკური გამაძლიერებები.
- სამუხრუჭე სისტემები : ჰიდრავლიკური, ელექტროჰიდრავლიკური.
- მართვის უსაფრთხოების ელექტრონული ტექნოლოგიები; (ESP, ABS, TRC, DAC)
- ავტომატური, ვარიატორული, რობოტიზებული, ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფები;
- სრულწამყვანიანი სისტემები : 4X4, 4WD, AWD, HALDEX.
- შიგაწვის ძრავის ტიპები : მუშაობის პრინციპი, კლასიფიკაცია, შეზეთვა, გაგრილება;
- საწვავის მიწოდების სისტემის ტიპები : პირდაპირი, არაპირდაპირი;
- ტურბო და სუპერ ჩარჯერი ტიპები მუშაობის პრინციპები, კლასიფიკაცია;
- გამოსაბოლქვი სისტემა და კატალიტიკური ანალიზატორი ბენზინის და დიზელის ძრავისთვის; BLUETEC, DPF.
II. ელექტროობის საფუძვლები (40 სთ)
- მატერიის და უმცირესი ნაწილაკების აგებულება და ქიმიური შემადგენლობა;
- ელექტრული დენის ცნება, პრინციპი;
- ნივთიერებების დამოკიდებულება და შეთავსებადობა ელექტრულ დენთან;
- მაგნეტიზმი და ელექტრომაგნიტური ველი;
- ინდუქციური კოჭა;
- ძაბვის, დენის ძალის და წინაღობის მცნება, ომის კანონი;
- ვატის კანონი;
- მიმდევრობითი, პარალელური და შერეული წრედები;
- მუდმივი და ცვლადი დენი;
- გენერატორის აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- სტარტერის აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- წრედული კომპონენტების და ნახევარ გამტარების აგებულება და მუშაობის პრინციპი.
III. ძრავის ელექტრო და ელექტრონული სისტემები (40 სთ)
- ანთების სისტემები: კლასიფიკაცია, აგებულება და ოსცილაცია;
- საწვავის შეფრქვევის სისტემები: კლასიფიკაცია, აგებულება და ოსცილაცია;
- საწვავის მიწოდების სისტემები: კლასიფიკაცია, აგებულება და ოსცილაცია;
- ჰაერის მიწოდების და რეგულირების ელექტრული კომპონენტები;
- ამთვლელი სენსორების კლასიფიკაცია და ოსცილაცია;
- სენსორების და მართვის მოდულის სიგნალების მიწოდება და ანალიზი;
- ჟანგბადის სენსორების კლასიფიკაცია, სპეციფიკა და ოსცილაცია;
- აზოტის ზეჟანგის სენსორის კონსტრუქცია და დანიშნულება;
- გამონაბოლქვის ცირკულაციის სისტემა;
- აირგამანაწილებელი სისტემების რეგულირების კომპონენტები;
IV. საკომუნიკაციო ხაზები (10 სთ)
- თანამედროვე ავტომობილების ელექტრონული მართვის მოდულების ტოპოლოგიას;
- მართვის მოდულებს შორის კომუნიკაციის საჭიროებებს და სპეციფიკას;
- საკომუნიკაციო მეთოდების სახეობებს;
- LIN პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
- СAN პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
- FLEXRAY პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
- MOST პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
რას მიიღებ კურსისგან?
- კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- კურსის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დამატებით ისწავლონ ინოვაციურ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ზე;
- მონაწილეები შეძლებენ წარმატებით დასაქმდნენ დამწყები ელ. დიაგნოსტიკოსის პოზიციაზე;
- საუკეთესო კურსდამთავრებულებს ექნებათ თეგეტაში პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობა;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 170 საათი (3 თვე)
შეხვედრის დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 4 საათი
მონაწილეობის ღირებულება: 1 750₾ (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://bit.ly/3S6KnWn
რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი არის გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევიან პირველი ნაკადის მონაწილეები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46