მიზანი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კონფლიქტის არსი, ტიპები და განვითარების დინამიკა. დაახელოვნოს კონფლიქტის მართვის სტრატეგიებსა და მოლაპარაკებებში.
შინაარსი
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანი ხვდება კონფლიქტურ სიტუაციაში. თუ კონფლიქტი, როგორც მოვლენა, გარდაუვალია, მაშინ ჩნდება მთავარი შეკითხვა - როგორ გავუმკლავდეთ მას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები განიხილება ტრენინგის განმავლობაში. ტრენინგის თემატიკა:
- რა არის კონფლიქტი და როგორია მისი სტრუქტურა
- კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და ქარბორბალა
- მეტოქეების ფსიქო-სოციალური მახასიათებლები
- კონფლიქტის დინამიკა და ილუზიები
- კონფლიქტის დადებითი მხარეები
- კონფლიქტის მართვის სტატეგიები
- როდის გამოვიდეთ კონფლიქტიდან
- კომუნიკაცია კონფლიქტის დროს
- პრევენციული რჩევები კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად
მეთოდები
ტრენინგი ეფუძნება Harvard-ის , Roger fisher-ის, Joseph Grenny- ის, Chris Voss, Kenneth Thomas, Ralph Kilmann და სხვათა მოწინავე საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს. სწავლების დროს გამოყენებული იქნება: მინი-ლექცია, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი, მაინდმეფინგი, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური დავალება, წყვილებში მუშაობა, ილუსტრირება, კითხვა-პასუხი
შედეგები
ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს ექნებათ მკაფიო შეხედულება, კონფლიქტის რაობაზე და მის სახეებზე. ეცოდინებათ, როგორ მართონ კონფლიქტური სიტუაცია ისე, რომ ის არ გადაიზარდოს აგრესიაში; პირიქით, წარმართონ მოლაპარაკება იმგვარად, რომ მიაღწიონ გამარჯვებას - სასურველ შედეგს.