მონაწილეთა რაოდენობა

5-10

ტრენინგის ხანგრძლივობა

24 საათი

ბიზნეს ტრენინგები Back  ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად
მიზანი
მენეჯმენტის საფუძვლების მიზანია მონაწილეებს განუვითაროს გუნდის მართვის უნარები.

შინაარსი 
ტრენინგი შექმნილია დამწყები მენეჯერებისთვის და მათთვის, ვინც აპირებს მენეჯერულ პოზიციაზე საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას. ტრენინგის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან მენეჯმენტის არსს, შეისწავლიან მართვის ინსტრუმენტებს და გუნდის მართვის მეთოდებს. ტრენინგზე განხილული იქნება  თემები:   
  •  მენეჯერის როლი სამსახურში; 
  • კომუნიკაცია მენეჯმენტში; 
  • მენეჯერის ფუნქციები; 
  • სირთულეები მართვაში; 
  • მართვის სტილის თავისებურებები; 
  • ემოციების მართვა; 
  • დელეგირება  და გუნდის მამოტივირებელი ტექნიკები; 

მეთოდები
მინი-ლექცია, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი, მაინდმეფინგი, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური დავალება, წყვილებში მუშაობა, ილუსტრირება, კითხვა-პასუხი


შედეგები
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეები გაიუმჯობესებენ გუნდის მართვის უნარებს, შეეძლებათ უკეთ გადაანაწილონ თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობები და აქცენტი გააკეთონ მათ ძლიერ მხარეებზე. 

ტრენინგის გავლის შემდეგ, მენეჯერებს ეცოდინებათ რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ მენეჯმენტში და როგორ უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარები გუნდის მართვის პროცესში. მათ ეცოდინებათ, რას ელიან მათგან მაღალი რგოლის მენეჯერები და დაქვემდებარებული თანამშრომლები და შეეძლებათ მათთან უკუკავშირის გაცემა თანამედროვე მეთოდებით. 

ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მონაწილეებს უკეთესი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში გარშემომყოფებთან არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სამსახურს გარეთაც.

ტრენერის შესახებ

ეთუნა ჩუბინიძე - ტრენინგებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი.

აქვს ტრენერობის 6+ წლიანი გამოცდილება და ჩატარებული აქვს ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა:  კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, ემპათია, ლიდერობა, ადაპტაცია, გუნდური მუშაობა, დროის მართვა, სტრესის დაძლევა, ეფექტური მომსახურება, გენდერული თანასწორობა, ზრდასრულთა სწავლების ტექნიკები და მენეჯმენტის საფუძვლები. 

განათლება მიღებული აქვს საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში - შეფილდ ჰალამ უნივერსიტეტსა და ესტონეთში - ტალინის უნივერსიტეტში.  მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს სოციალურ მუშაობაში (MSW),  არის ფსიქოლოგი (BA) და სერტიფიცირებული ტრენერი. დამატებითი ცოდნა მიღებული აქვს ჟურნალისტიკის, სოციალური ზრუნვის, სოციალური პოლიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული საკითხების მიმართულებით. 

ტრენერი

Training

მარიეტა მაჭარაშვილი

ბიზნეს ტრენერი

Training

ეთუნა ჩუბინიძე

ტრენინგებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი