ტრენინგის მიზანია მონაწილეებისთვის სსასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აგებულების, ძირითადი ძალური აგრეგატების მუშაობის პრინციპის, ტექნიკის სწორი ექსპლუატაციისა და გეგმიური სარეგლამენტო მომსახურების შესახებ ინფორმაციის სწავლება.
ტრენინგის პროგრამა:
- ტექნიკის აგებულება, კვანძების, სისტემების, აგრეგატების განხილვა, მათი დანიშნულება და მუშაობის პრინციპი.
- ტექნიკის მოხმარების წესები და პირობები.
- საექსპლუატაციო და უსაფრთხოების ნორმები.
- ტექნიკის საბურავების მოვლა და ექსპლუატაცია
- სარეგლამენტო სერვისების პერიოდები და აუცილებლობა პრაქტიკაში.
- არსებული საგარანტიო შემთხვევების განხილვა, გამომწვევი მიზეზები და გადაწყვეტის გზები.