მონაწილეთა რაოდენობა

6-15

ტრენინგის ხანგრძლივობა

8-16 საათი

ტრენინგის მიზანია მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლება ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის მიმართულებით. კურსის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისთვის საჭირო რჩევებს. ასევე, გაეცნობიან ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებსა და სწორად ექსპლუატაციის სტანდარტებს.


ტრენინგის პროგრამა:
  • პრე-ტესტი მონაწილეების ცოდნის დასადგენად.
  • ზოგადი მაჩვენებლები: სიჩქარე, მანძილი, დისტანცია, სამუხრუჭე მანძილი.
  • საავარიო სიტუაციების სტატისტიკური მაჩვენებლების განხილვა.
  • საავარიო სიტუაციების გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
  • უსაფრთხოების წესები სხვადასხვა კატეგორიის გზებზე გადაადგილებისას.
  • უსაფრთხო მართვის თავისებურებები სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.
  • უსაფრთხო მართვის თავისებურებები სხვადასხვა გზის საფარზე.
  • ხილვადობა და მისი ზეგავლენა მართვის ორგანოების დროულ გამოყენებაზე.
  • ავტომობილში გამოყენებული უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები.
  • მაშუქები და საინფორმაციო დაფის ინდიკატორები.
  • საბურავი და მისი ზეგავლენა ავტომობილის მანევრირებაზე.
  • სამუხრუჭე სისტემა და მისი დამხმარე მექანიზმები.
  • აკვაპლანიერება.
  • ავტომობილთან ადაპტაცია, საჭესთან ჯდომის პოზიცია და ერგონომიული სალონი.
  • პოსტ-ტესტი ტრენინგის შედეგების გაზომვის მიზნით.

ტრენერი

Training

ოთარ სიხარულიძე

ტექნიკური ტრენინგების განვითარების სამსახურის უფროსი

Training

გიორგი კიკვაძე

ტექნიკური ტრენინგების განვითარების სამსახურის კოორდინატორი