Main Image

ბექა არჩვაძე თეგეტა აკადემიის პროფესიული პროგრამის - „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების“ პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია.
 
ბექამ დუალური სწავლების მეთოდის საშუალებით სასურველი შედეგის მიღება მოკლე დროში შეძლო, რაც მის კარიერაზე დადებითად აისახა. 
 
მას პროგრამის მიმართ თავიდანვე დიდი ნდობა ჩამოუყალიბდა, რადგან თეგეტა აკადემია ერთადერთი კერძო აკრედიტირებული საგანმანათლებლო კოლეჯია საავტომობილო სფეროში. 
 
გარდა ამისა, აკადემიამ ბექას გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი განუვითარა, რაც კარიერულ წინსვლაში ეხმარება. 
 
„სწავლის პროცესში საშუალება გვქონდა, პრაქტიკული მუშაობისას საკუთარი შესაძლებლობები გამოგვეცადა და ამით პროფესიონალიზმის დონე აგვემაღლებინა. ასეთი მიდგომის დამსახურებით დასაქმებაც გამიმარტივდა“.