არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.
არაფორმალური განათლების აღიარება პირს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვოს არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება, მიიღოს სრული კვალიფიკაცია ან დააგროვოს კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.
არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია, არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის, მაძიებლისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება:
⇒ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობისთვის;
⇒ პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის;
⇒ სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისთვის;
⇒ კვალიფიკაციის მინიჭების ხელშეწყობისთვის;
⇒ დასაქმების ხელშეწყობისთვის;
⇒ კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;
⇒ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.
2019 წელს საქართველოში თეგეტა აკადემია ერთ-ერთი პირველი სუბიექტი იყო, რომელმაც მოითხოვა არაფორმალური განათლების აღიარების სერვისების მიწოდების უფლება. 2020 წელს კი აკადემიამ ოფიციალურად მოიპოვა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება შემდეგი მიმართულებებით:
მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება;
მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;
მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტონული სისტემების შეკეთება.
თეგეტა აკადემია არაფორმალური განათლების აღიარებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და არაფორმალური განათლების აღიარების შიდა მარეგულირებელი წესით, სადაც განსაზღვრულია ყველა საჭირო დეტალი. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე
აკადემიაში არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განაცხადის წარდგენა
ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება
გ) შეფასება
დ) გადაწყვეტილების მიღება.
ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს საავტომობილო სფეროში არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება და სურს სახელმწიფოს მიერ იქნას აღიარებული მისი განათლება, სწორედ თეგეტა აკადემიაში აქვს შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი.
არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:
ა) მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში – სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;
ბ) მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერდადასტურების შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ;
გ) მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს.
არაფორმალური განათლების აღიარებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია:
თეგეტა აკადემიაში არაფორმალური განათლების აღიარებას ახორციელებს NCEQE-ს მიერ სერტიფიცირებული არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი - ეკატერინე გიგაშვილი
საკონტაქტოტელ.: 577 15 12 21
ელ.ფოსტა: [email protected]
მნიშვნელოვანი ბმულები:
- არაფორმალური განათლების აღიარება
- არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ
- განათლების აღიარების გზამკვლევი
- არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ