Main Image

24

დეკ

თეგეტა აკადემიამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაციის პროცესი და სსიპ - ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დამატებით 6 წლის ვადით, შესაბამისად, მიენიჭა უფლებამოსილება კვლავ განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები,  მისცეს შესაძლებლობა ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს დაეფლონ ახალ პროფესიას და გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/დიპლომი.
 
საავტორიზაციო შეფასება განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და დაეფუძნა აკადემიის თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებულ ინფორმაციის ანალიზს, რის შედეგადაც ექსპერტების მხრიდან გაიცა დადებითი დასკვნა და თეგეტა აკადემია შეფასდა ავტორიზაციის ყველა სტანდარტთან მიმართებაში სრული შესაბამისობით.
 
თეგეტა აკადემიის ახალი ავტორიზაცია მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც ახალი მიზნების მიღწევის საწინდარია!
 
წინ და წინ უწყვეტი განათლებისკენ!