20
თებ
თეგეტა აკადემიამ კურორტ საირმის წინა ხაზზე დასაქმებული პერსონალისთვის ტრენინგი - „ეფექტური მომსახურება და გაყიდვები“ ჩაატარა.
ტრენინგმა მოიცვა ისეთი თემები, როგორიცაა: ეფექტური მომსახურების მნიშვნელობა, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შეთავაზება, კომუნიკაციის ფორმები და სხვ.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს განუვითაროს და გაუმყაროს გაყიდვებისთვის საჭირო ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ამ სფეროში წარმატებას განაპირობებენ.
| თეგეტა აკადემია აქტიურად თანამშრომლობს კურორტ საირმესთან.