Main Image

5

თებ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, USAID-ის წარმომადგენლებმა და აჭარის მთავრობის წევრებმა. 

პროექტის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულ ფილიალს გააფართოებს. 

ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დანერგვას საავტომობილო, სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიების მიმართულებით. 

@usaid @transford


პროექტის მიზანი: 

პროექტის მიზანია კერძო სექტორში და დასაქმების ბაზარზე არსებული პრობლემების საპასუხოდ,  დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და უმაღლესი დონის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცეების მოწყობა ფოთსა და ბათუმში. 

პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამები დაფარავს საავტომობილო, სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიებს. კერძოდ, შემუშავდება და განხორციელდება მომზადება-გადამზადების პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: 
  1. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მექანიკოსების მომზადება-გადამზადება. 
  2. სპეც ტექნიკის მექანიკოსების მომზადება-გადამზადება. 
  3. საპორტო ტექნიკის ოპერატორების მომზადება-გადამზადება. 

პროექტის ახორციელებს თეგეტა აკადემია, შპს ტრანსფორდთან პარტნიორობით და USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით. 

პროექტის შედეგები: 
  • პროექტის ფარგლებში შევიმუშავებთ და განვახორციელებთ 19 ახალ სასწვლო პროგრამას. 
  • ფოთში გაიხსნება თეგეტა აკადემიის ახალი ფილიალი და განთავსდება უმაღლესი დონის საპორტო ტექნიკის სიმულატორი.
  • ბათუმში გაფართოვდება თეგეტა აკადემია და მოეწყობა თანამედროვე სიმულაციური და პრაქტიკული სასწავლო სივრცეები. 
  • 2025 წლის ბოლომდე გადამზადდება მინიმუმ 300 ადამიანი. 
  • JCB აკადემიასთან პარტნიორობა: საერთო პროგრამების შემუშავება მექანიკოსების მომზადების კუთხით. წარმატებული კურსდამთავრებულები გახდებიან JCB-ის მიერ აკრედიტებული მექანიკოსები.
  • პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების უმეტესობა იქნება საქართველოში პირველი.
  • დავიწყებთ პარტნიორობას წამყვან ევროპულ კოლეჯებთან გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტების მობილობის კუთხით.