Main Image

6

янв

2025 წლის 24 ნოემბერს თეგეტა აკადემიის ფოთის ფილიალში დაიწყო პროფესიული გადამზადების პროგრამები „პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი“ და „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“, რომლებიც წარმატებით დასრულდა 2026 წლის 6 იანვარს.
პროგრამები მოიცავდა თეორიულ, სიმულაციურ და პრაქტიკულ სწავლებას თეგეტა აკადემიის სასწავლო სივრცეებსა და პარტნიორი კომპანიის შპს „ტრანსფორდის“ რეალურ სამუშაო გარემოში. 

სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა სიმულატორი, რომლის მეშვეობითაც მომავალი ოპერატორებისათვის რეალური სამუშაო გარემო შეიქმნა და მათ მიიღეს ოპერირების პრაქტიკული გამოცდილება.

თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების კომბინაცია წარმოადგენს ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს და პასუხობს შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნებს.

 კურსდამთავრებულთა რაოდენობა:
  • „პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი“ – 14 
  • „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ – 14
 
_______________________________________

პროფესიული გადამზადების პროგრამები ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდის“ პარტნიორობით.