Main Image

22

მაი

აკადემიაში, 22 მაისს, თეგეტა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ტრენინგი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
 
აღნიშნული ტრენინგი დაიგეგმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდნენ განათლების ექსპერტები. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებზე გაიცა შესაბამისი სერტიფიკატები.