მსოფლიოს ერთ- ერთი ყველაზე დიდი კომპანია ესტუმრა თეგეტა აკადემიას !
12-15 ოქტომბერს აკადემიაში ჩამოვიდა Michelin-ის წარმომადგენელი რუსეთიდან, რათა თავისი ცოდნა ჩვენთვისაც გაეზიარებინა. ვიზიტის მთავარი მიზეზი კი იყო Michelin-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით დატრენინგება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგი მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, თეგეტა აკადემიაში, 10 დან 6 საათამდე.

აკადემიას მიღებული ცოდნა დაგვეხმარება, მარტივად დავამონიტორინგოთ ორგანიზაციების ავტოპარები და სწორად დავუდგინოთ საბურავის ცვეთის და გაფუჭების მიზეზი.
ამასთან ერთად, თეგეტა აკადემია გეგმავს მომავალ და არსებულ კონსულტანტებსაც ჩაუტაროს ტრენინგები და დაეხმაროს კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ტრენინგი მოიცავდა 3 მოდულს:
- ტექნიკური კურსი
- Michelin-ის სატვირთო საბურავები
- გაყიდვების მეთოდები