ელექტუდი  არის სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვრითო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ისწავლო ავტომობილის აგებულება და მუშაობის პრინციპები.

Electude-ში შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ  საჭიროებებზე მორგება  მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად. 

 

ვინ შეიძლება დაინტერესდეს Electude-ით? 

  • საავტომობილო სფეროში დასაქმებული ადამიანები: მექანიკოსები, ავტოასისტენტები, გაყიდვების კონსულტანტები, მძღოლები და სხვა. 
  • სტუდნეტები და პროფესიული კოლეჯის მოსწავლეები
  • ლექტორები და მასწავლებლები

 

რა შესაძლებლობებს იძლევა Electude?

ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შექმნა
ელექტუდი აერთიანებს 3 000-ზე მეტ სასწავლო მოდულს, რომელიც დაყოფილია თემატიკისა და სირთულის მიხედვით. პლატფორმა იძლევა ინდივიდუალური კურსების შექმნისა და მოდულების საჭიროებისამებრ დაჯგუფების შესაძლებლობას.

 

მონაწილეების შედეგების გაზომვა და მონიტორინგი
მონაწილეები სწავლობენ კონკრეტულ მოდულებს, ასრულებენ ქვიზებსა და ტესტებს. შედეგები (ქულები, მოდულზე დახარჯული დრო, ა.შ.) ინდივიდუალური სტუდენტითვის ავტომატურად ინახება.



სასწავლო თემების ვიზუალიზაცია და პროცესების სიმულაცია
ელექტუდის ყველა სასწავლო მოდული არის ვიზუალურად აღქმადი. მონაწილეებს შეუძლიათ, სიმულაციურად ნახონ და აღიქვან ავტომობილის ამა თუ იმ აგრეგატის დანიშნულება და მუშაობის პრინციპი.

 

ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე
თეგეტა აკადემია არის ელექტუდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ სასწავლო მოდულების თარგმნა ქართულ ენაზე. ამ დროისთვის უკვე 500-ზე მეტი მოდული და ქვიზია ნათარგმნი, რაც საშუალებას იძლევა რამდენიმე სრულყოფილი სასწავლო კურსი სრულად ქართულ ენაზე შეიქმნას.


პლატფორმაზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Electude-ის ოფიციალურ გვერდს: https://www.electude.com/


Electude-ის დემო ვერსიის მისაღებად შეავსეთ მარტივი ფორმა:  https://bit.ly/3XSO84n

ან დაგვიკავშირდით: 595 525 774

ინოვაციური სასწავლო პროგრამა ELECTUDE


თეგეტა აკადემია ელექტუდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. ელექტუდის საშუალებით შეგვიძლია ავითვისოთ ავტომობილის სავალი ნაწილების, ძრავისა და ელექტროობის მუშაობის პრინციპები, როგორც სატვირთო ისე მსუბიქი მიმართულებით.