პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ექსკავატორის აგებულება და მოვლა ექსპლუატაციის წესები ასევე კადრს შეეძლება ექსკავატორის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დაგეგვა/შესრულება, უსაფრთხოების და ტექნიკის სწორი ოპერირების წესების დაცვით.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას ნებისმიერ სამშენებლო ან მსგავსი პროფილის მქონე კომპანიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება ექსკავატორი.
კურსის პროგრამა:
- ექსკავატორის საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
- ექსკავატორის საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
- ექსკავატორის მართვის ორგანოების ცოდნა
- შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებოთ ექსკავატორის ოპერირების ცოდნა
- დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციის და კარიერული განვითარების მეთოდების ცოდნა
- ექსავატორის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელების ცოდნა
კურსის სასწავლო შედეგები:
- იცის ელექტროობის და ჰიდრავლიკის საფუძვლები
- იცის ექსკავატორის ძირითადი კვანძების აგებულება/ შემოწმება
- იცის ექსკავატორის დამატებითი აგრეგატების აგებულება/ შემოწმება
- იცის ექსკავატორის მოვლა ექსპლუატაციის წესები
- იცის ექსკავატორის სარეგლამენტო სერვისის ინტერვალები
- იცის ექსკავატორის დასაშვები დატვირთვები
- იცის ექსკავატორის ჰიდრავლიკური მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
- იცის ექსკაავტორის ელექტრონული მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
- იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი: მოტეხილობის დროს. სისხლდენის დროს, დამწვრობის დროს, დაბეჟილობის დროს.
- იცის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები
- იცის უბედური შემთხვევების შეტყობინებისა და ავარიული სიტუაციების პროცედურები
- იცის გარემოს დაცვის ნორმები
- იცის სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების ნორმები
- იცის სამშენებლო მოედანზე არსებული პოტენციური საფრთხეები
- იცის ეფექტური კომუნიკაციის წესი
- იცის დამკვეთის მოთხოვნის ჩანიშვნის წესი
- იცის საკუთრი მოვალეობები
- იცის საკუთარი უფლებები
- იცის პროფესიული განვითარების საშუალებები
- იცის კაბინაში ასვლა -ჩამოსვლის ე.წ. „სამი საყრდენის წესი“
- იცის მანქანის მუშა მდგომარეობაში მოყვანის ინსტრუქცია
- იცის კაბინის მაჩვენებლებზე ასახული ნიშნები
- იცის ციცხვის სწორად მოხმარების წესები
- იცის ციცხვის ტიპები დანიშნულების მიხედვით
- იცის გრუნტის სამუშაოების შესრულების წესი
- იცის ექსკავატორით ნგრევითი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი მოწყობილობების შერჩევის წესი
- იცის შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა
- იცის თვითმცლელის დატვირთვის წესი
- იცის გზის მოჭრის წესი
- იცის მდინარიდან ბალასტის ამოღების წესი
- იცის ქვაბულის გათხრის წესი
- იცის თაბაშირის და სხვა წიაღისეულის მოპოვების წესი
მომზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა: 50 საათი (1,5- 2 თვე)
მონაწილეობის ღირებულება: 1350 ₾
მომზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ექსკავატორ დამტვირთველის ოპერირების გამოცდილება საერთოდ არ აქვს და სურს ნულიდან აითვისოს პროფესია.
გადამზადების პროგრამის დეტალები
გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა: 30 საათი (1 თვე)
მონაწილეობის ღირებულება (ერთ ადამიანზე): 675 ₾
გადამზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს ექსკავატორის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და სურს, გაიღრმავოს კომპეტენცია.
ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ, კურსის დაწყებამდე.
კურსის თარიღები
თეორიული ტრენინგი:
- 6, 8, 10 ნოემბერი (ორშ, ოთხშ, პარ.), 19:00-21:30;
- 11 ნოემბერი (შაბათი), 10:00 - 15:00;
- 16 და 18 ნოემბერი (ხუთშ, შაბ.), 10:00 - 14:00
- სიმულაციური და პრაქტიკული ტრენინგი: სიმულაციური ტრენინგები ჩატარდება თეორიულის პარალელურად, მონაწილეებთან ინდივიდუალიური შეთანხმების საფუძველზე. სრული კურსი დასრულდება 4 დეკემბრამდე.