მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

8 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამა: ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 20

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: 

  • ასაკი: მინიმუმ 18 წელი 
  • განათლება: საბაზო

 

პროგრამის მიზანი: 

პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ტექნიკების უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.

 

პროგრამის აღწერა 

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება და ასაკი არანაკლებ 18 წელი. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო გამოცდილებაზე. სწავლების 5 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 3 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცრებული ტრენერები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 

პროფესიული მომზადების პროგრამის „ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.

 

სწავლის შედეგები:

  • პროფესიული განათლებით დასაქმების შესაძლებლობებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  • სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული რეგულაციების დაცვა;
  • ჩანგლიანი დამტვირთველის საკვანძო აგრეგატების ცოდნა და შემოწმება;
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის ორგანოების ცოდნა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელება;
  • ჩანგლიანი დამტვირთველის ტექნიკური შემოწმება.
 
 
სწავლების მეთოდები: 
 
  • ინტერაქციული ლექცია 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 
  • დემონსტრირება
  • პრაქტიკული მეცადინეობა
 
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება
 
 

განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი


 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46