შინაარსი
რა არის ის რესურსი რასაც ყველა ადამიანი თანაბრად ფლობს? - ეს არის დრო. ყველა ჩვენთაგანისთვის დღე ღამეში 24 საათია და არც ერთ წამით მეტი. წარმატებულია ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწორი ბალანსით გაანაწილოს თავისი დრო სამსახურეობრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის.
ტრენინგის მიზანი
ტრენინგი მიზანია დროის მართვის თანამედროვე ტექნიკების გაზიარება. ტრენინგის გავლის შედეგად, მონაწილეებს ეცოდინებათ როგორ უნდა მოასწრონ მეტი საქმე იგივე დროში და იყვნენ ეფეექტურები.
ტრენინგის თემატიკა
- გააკეთე, გადააბარე, გადადე, შეეშვი“ წესი.
- სტრესისგან თავისუფალი მუშაობის მოწინავე მეთოდები.
- დროის და პრიორიტეტების 4 კვადრატიანი მატრიცა.
- პროკრასტინაცია როგორც დროის ქურდი.
- ენერგიის სქემა და მოტივაციის საბაზისო საკითხები.
- დღის დაგეგმვის რუტინა.
შედეგი
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ, როგორ გაანაწილონ საკუთარი დრო და რესურსი სწორად. როგორ დასახონ პრიორიტეტები, რა არის მათი მოტივაციის და ენერგიის წყარო.
სამიზნე აუდიტორია
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ვისაც სჭირდება დროის უფრო ეფექტიანი განკარგვა და სურს მიაღწიოს მეტს ნაკლები ძალისხმევის ხარჯზე.
მეთოდოლოგია
ტრენინგი ეფუძნება David Allen, Eisenhower და სხვათა მოწინავე საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს..