პროგრამის სახელწოდება: ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა
მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 20
დაშვების წინაპირობა: დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე
პროგრამის მიზანი
გადამზადების პროგრამის მიზანია ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის გამოცდილი ოპერატორების აღჭურვა განახლებული ცოდნით, მოწინავე უნარებითა და მაღალი კომპეტენციებით, რომლებიც საჭიროა ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ოპერატორის ძირითად ფუნქციებს, ტექნიკების უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასებას. პროგრამა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ არსებული ცოდნა და უნარები, შრომის ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირებისთვის.
პროგრამის აღწერა:
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს დადასტურებული პრაქტიკული გამოცდილება (მინ.6 თვე). აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. სწავლების 4 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციური სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას.
პროფესიული გადამზადების პროგრამის „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
სწავლის შედეგები:
- ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი;
- სხვადასხვა ფუნქციისა და პასუხისმგებლობის განაწილება სატვირთო ოპერაციებში;
- გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- ექსკავატორ-დამტვირთველის ძირითადი კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
- ფრონტალური დამტვირთველის კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
- ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები სატვირთო ოპერაციებში;
- ტექნიკების მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
- ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ტექნიკური შემოწმება.
სწავლების მეთოდი:
- ინტერაქციული ლექცია
- დემონსტრირება
- როლური თამაში
- პრაქტიკული მეცადინეობა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით.
განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46