ტრენინგის მიზანია გადაამზადოს ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორი, რომელიც მიიღებს აუცილებელ თეორიულ ცოდნას ტექნიკის ძირითადი კვანძების/სისტემების აგებულების და მუშაობის პრინციპის შესახებ, გაეცნობა სწორი, უსაფრთხო ექსპლუატაციისა და გეგმიური სამუშაოების შესრულების წესებს.
კურსის პროგრამა
- დამტვირთველის აგებულება, კვანძების, სისტემების, აგრეგატების განხილვა, მათი დანიშნულება და მუშაობის პრინციპი.
- ტექნიკის მოხმარების წესები და პირობები.
- საექსპლუატაციო და უსაფრთხოების ნორმები.
- სარეგლამენტო სერვისების პერიოდები და აუცილებლობა პრაქტიკაში.
- არსებული საგარანტიო შემთხვევების განხილვა, გამომწვევი მიზეზები და გადაწყვეტის გზები.
- პრე და პოსტ ტესტი მონაწილეების ცოდნის შესამოწმებლად
მეთოდოლოგია
მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული თოერიული ტრენინგი. გარდა ამისა, ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ ტექნიკა და ადგილზე, პრაქტიკულად ჰქონდეთ შეხება სხვადასხვა კომპონენტებთან.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საათი (2 დღე)
ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი
ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა: 8-12
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/35BN1Ajტრენინგი ჩატარდება აპრილში. ზუსტ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 525 774