პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ჩანგლიანი დამტვირთველის აგებულება და მოვლა ექსპლუატაციის წესები. ასევე, შეეძლება ჩანგლიანი დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დაგეგვა/შესრულება, უსაფრთხოებისა და ტექნიკის სწორი ოპერირების წესების დაცვით.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას ნებისმიერ სასაწყობე მეურნებობაში ან მსგავსი პროფილის მქონე კომპანიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება ჩანგლიანი დამტვირთველი.
კურსის პროგრამა
- ჩანგლიანი დამტვირთველის საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
- ჩანგლიანი დამტვირთველის მოვლა ექსპლოატაციის წესების ცოდნა
- ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის ორგანოების ცოდნა
- ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერირება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით
- ჩანგლიანი დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის გადაადგილების
- სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელების ცოდნა
კურსის სასწავლო შედეგები
კურსის დარულების შემდეგ მონაწილემ:
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველის ძირითადი კვანძების აგებულება/ შემოწმება
- იცის დამტვირთველის აკუმულატორების აგებულება/ შემოწმება
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველის მოვლა ექსპლუატაციის წესები
- იცის ჩანგლიანი დამტვირტველის სარეგლამენტო სერვისის ინტერვალები
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველის დასაშვები დატვირთვები
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველის ჰიდრავლიკური მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველის ელექტრონული მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველის მუშა მდგომარეობაში მოყვანის ინსტრუქცია
- იცის მაჩვენებლებზე ასახული ნიშნები
- იცის ჩანგლის სწორად მოხმარების წესები
- იცის ჩანგლის ტიპები დანიშნულების მიხედვით
- იცის ტვირთის დაფიქსირების წესი
- იცის ჩანგლიანი დამტვირთველით სიმაღლეზე მუშაობისთვის საჭირო მოწყობილობების შერჩევის წესი
- იცის შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა
- იცის საწყობში უკუსვლით გადაადგილების წესი
- იცის სტელაჟებს შორის გადაადგილების წესი
- იცის სამაცივრე კამერებში ტვირთის გადაადგილების წესი
- იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი: მოტეხილობის, სისხლდენის, დამწვრობისა და დაბეჟილობის დროს.
- იცის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები
- იცის უბედური შემთხვევების შეტყობინებისა და ავარიული სიტუაციების პროცედურები
- იცის გარემოს დაცვის ნორმები
- იცის სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების ნორმები
- იცის საწყობში არსებული პოტენციური საფრთხეები
კურსის პროგრამის დეტალები:
მომზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა: 20 საათი ( 1 თვე)
მონაწილეობის ღირებულება: 840₾
მომზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერირების გამოცდილება საერთოდ არ აქვს და სურს ნულიდან აითვისოს პროფესია.
გადამზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა: 16 საათი (1 თვე)
მონაწილეობის ღირებულება: 420₾
მომზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება აქვს და გაიღრმავოს კომპეტენცია.
ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ, კურსის დაწყებამდე.
თუმცა შესაძლებელია ორ ნაწილად გადახდაც
კურსის თარიღები
- თეორიული ტრენინგი (16 საათი): 5, 6 და 7 ივნისი (ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი ) 10:00-14:00
- სიმულაციური ტრენინგი: 10-14 ივნისი (2 საათი ინდივიდუალურად)
- პრაქტიკული ტრენინგი: 17-21 ივნისი (2 საათი ინდივიდუალურად)
სიმულაციური და პრაქტიკული ტრენინგების გრაფიკი შედგება მონაწილეებთან ინდივიდუალიური შეთანხმების საფუძველზე.