დღესდღეისობით საქმიანი ადამიანის მთავარი გამოწევა მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღწევა და შენარჩუნებაა. ადამიანების უმეტესობას აწუხებს მუშაობის დროის გაფანტულობა, დედლაინები, გადადებული და შეუსრულებელი საქმეები, ენერგიის დაბალი დონე და დროის უკმარისობა.
წარმოიდგინე რა მოხდება, თუ გეცოდინება როგორ მოასწრო ყველა საქმე და თან დაიტოვო საკმარისი დრო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და საკუთარი თავისთვის?!
ტრენინგის განმავლობაში ისწავლი პროდუქტიულობის კონკრეტულ ტექნიკებსა და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარება ყოველდღიური საქმიანი და პირადი ცხოვრება გახადო უფრო ეფექტური და პროდუქტიული.
ტრენინგის თემატიკა
- პროდუქტიულობის არსი და კომპონენტები
- მიზნების დასახვის მნიშვნელობა და მეთოდები
- ყურადღების კონცენტრაციის მეთოდები
- დროის მართვის სტრატეგიები და ტექნიკები
- პრიორიტეტების დასახვა
- ინსტრუმენტები/აპლიკაციები, რომლებიც პროდუქტიულობის გაზრდაში გვეხმარება