მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

16 საათი

ბიზნეს ტრენინგები Back  ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად


დღესდღეისობით საქმიანი ადამიანის მთავარი გამოწევა  მაქსიმალური პროდუქტიულობის   მიღწევა და შენარჩუნებაა.  ადამიანების უმეტესობას აწუხებს მუშაობის დროის გაფანტულობა, დედლაინები, გადადებული და შეუსრულებელი საქმეები, ენერგიის დაბალი დონე და დროის უკმარისობა. 

წარმოიდგინე რა მოხდება, თუ გეცოდინება როგორ მოასწრო ყველა საქმე და თან დაიტოვო საკმარისი დრო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და საკუთარი თავისთვის?!

ტრენინგის განმავლობაში  ისწავლი პროდუქტიულობის კონკრეტულ ტექნიკებსა და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარება ყოველდღიური საქმიანი და პირადი ცხოვრება გახადო უფრო ეფექტური და პროდუქტიული.

ტრენინგის თემატიკა
  • პროდუქტიულობის არსი და კომპონენტები 
  • მიზნების დასახვის მნიშვნელობა და მეთოდები
  • ყურადღების კონცენტრაციის მეთოდები
  • დროის მართვის სტრატეგიები და ტექნიკები
  • პრიორიტეტების დასახვა
  • ინსტრუმენტები/აპლიკაციები, რომლებიც პროდუქტიულობის გაზრდაში გვეხმარება

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილებს ეცოდინებათ:

  • როგორ გააკეთო მეტი საქმე და დაზოგო მეტი დრო
  • როგორ დაისახო პრიორიტეტები და უარი თქვა ტრივიალურ, არაფრის მომცემ საქმეებზე
  • როგორ დაძლიო გაფანტულობა და ფოკუსირდე საქმეზე 100%-ით
  • როგორ დაძლიო სიზარმაცე და შეამცირო გადადებული საქმეების რაოდენობა
  • როგორ დაისახო მიზნები
  • როგორ გაზომო შენი პროდუქტიულობა 
  • როგორ იმუშაო კომპიუტერთან და სმარტფონთან 3-ჯერ სწრაფად


ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი
შეხვედრების რაოდენობა: 4
ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა: 8-12

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: 595 525 774

ტრენერების შესახებ

მარიეტა მაჭარაშვილი - მარიეტას აქვს ტრენერობის 3+ წლიანი  გამოცდილება,  ჩატარებული აქვს:  ეფექტური მომსახურების, გაყიდვების, კომუნიკაციის, ბიზნეს ეტიკეტის და სხვა ტრენინგები. მარიეტა  არის ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების სპეციალისტი. დამატებით ცოდნა მიღებული აქვს ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. 

გიორგი ცინარიძე - გიორგის აქვს ტრენერობის 5 წლიანი გამოცდილება, არის თეგეტა აკადემიის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი და მეხსიერების აკადემიის დამფუძნებელი. ჩატარებული აქვს ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა სწავლისა და დამახსოვრების მეთოდები, პროდუქტიულობა და სხვა. 

ტრენერი

Training

გიორგი ცინარიძე

დირექტორის მოადგილე