მონაწილეთა რაოდენობა

15

ტრენინგის ხანგრძლივობა

25 კვირა

პროგრამის სახელწოდება: სპეციალური დანიშნულების ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება

პროგრამის ხანგრძლივობა: 25 კვირა

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 15

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

  • განათლება: საბაზო
  • ასაკი: მინიმუმ 18 წელი
 


პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის აგრეგატების აგებულება, მუშაობის პრინციპები, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სერვისი ლიტერატურის გამოყენება, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ჰიდრავლიკური და ელ.ხელსაწყოების გამოყენება, ძრავის დიაგნოსტირება, ტრანსმისიის დიფერენციალის საწვავის სისტემის გაუმართაობის დადგენა. ჰიდრავლიკის მთავარი აგრეგატების დაშლა აწყობა. აღნიშნული ცოდნითა და უნარებით სპეციალისტების მომზადება ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ დასაქმებას სატრანსპორტო სფეროში და შრომის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.



პროგრამის აღწერა:

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც უდასტურდება მინიმუმ საბაზო განათლების ფლობა, არის 18 წლის და აქვს სურვილი პროფესიული საქმიანობა გააგრძელოს სამშენებლო ტექნიკის სფეროში. 

სწავლების 12 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 13 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიისა“ და შპს „თეგეტა მოტორსის” პრაქტიკულ/სიმულაციურ გარემოში. სწავლების პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე, შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. სწავლებისა და შეფასების მოცემული მეთოდები უზრუნველყოფს მაღალი კომპეტენციის კადრების მომზადებას და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. 

მომზადების პროგრამის კურდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.



სწავლის შედეგები:

  • სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სფეროსა და ტექნიკების მიმოხილვა;
  • აღწერს საბაზისო ძირითადი აგრეგატების აგებულებას და მუშაობის პრინციპებს;
  • აყალიბებს სპეციალური დანიშნულების სხვადასხვა ტექნიკის აგებულებას და მათი მუშაობის პრინციპებს;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისისა და ექსპლუატაციის დროს;
  • სერვისის ლიტერატურით სარგებლობა;
  • სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
  • ჰიდრავლიკური და ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება;
  • სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ძრავის დიაგნოსტირება;
  • ტრანსმისიისა და დიფერენციალის გაუმართაობის დიაგნოსტირება და შეკეთება; 
  • საწვავის სისტემის გაუმართაობის დიაგნოსტირება და შეკეთება;
  • ჰიდრავლიკის მთავარი აგრეგატების დაშლა-აწყობა;  

 

სწავლების მეთოდები:  

  • პრაქტიკული მეცადინეობა, 
  • ინტერაქციული ლექცია, 
  • დემონსტრირება, 
  • სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსში

 

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება

 
 
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 

პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობით. 


განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
 
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/xCbPD62n1GxBzH2P9
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46