მიზანი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს ტრენინგის ჩატარების მეთოდი და ტექნიკა. განუვითაროს მათ ზრდასრულთა სწავლებისთვის საჭირო უნარი და ჩამოაყალიბოს წარმატებულ ტრენერად.
შინაარსი
- რა არის ტრენერის ფუნქცია-მოვალეობები?
- სად და როგორ მოვიძიოთ/დავამუშავოთ ტრენინგისთვის საჭირო მასალები?
- როგორ გავწეროთ სილაბუსი და მოდულები?
- ტრენინგის ორგანიზება, ჩატარება და ანგარიშგება,
- რას ნიშნავს და როგორ გამოვიყენოთ თერაპიული კომუნიკაცია?
- შემეცნების თავისებურებები.
- სწავლების მეთოდები.
- გუნდის მართვა და დინამიკა.
- როგორ დავძლიოთ სირთულეები ტრენინგის მსვლელობისას?
- როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია?
- უკუკავშირის გაცემის ტექნიკები.
- პრაქტიკული სავარჯიშოები (სილაბუსისა და მოდულის შედგენა, აქტივობების მოფიქრება, პრეზენტაციის მომზადება და უკუკავშირის გაცემა)
მეთოდები
მინი-ლექცია, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი, მაინდ მეფინგი, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური დავალება, წყვილებში მუშაობა, ილუსტრირება, კითხვა-პასუხი;
შედეგები
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილე შეძლებს:
- დამოუკიდებლად შექმნას ტრენინგის მოდული;
- შეადგინოს სილაბუსი;
- დაგეგმოს, ორგანიზება გაწიოს და ჩაატაროს ტრენინგი;
- მართოს აუდიტორია;
- მიაღწიოს დასახულ შედეგს ტრენინგის მსვლელობისას;
- მონაწილეებს მისცეს საჭირო და სწორი უკუკავშირი;
- დაწეროს ანგარიში დამკვეთისთვის.