Main Image

ავთო სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება.

ის მალე ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, „ევროპის შეგირდთა ქსელის“ (EAN) ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებს და საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას სხვა სტუდენტებს გაუზიარებს. 

ავთოსთვის ყველაზე ღირებული დუალური სწავლების მეთოდია, რადგან საშუალებას აძლევს, სასწავლო სივრცეში მიღებული თეორიული ცოდნა - პრაქტიკაში განიმტკიცოს. 

„ პროფესიული პროგრამა სტუდენტებს საშუალებას გვაძლევს, პროფესიასთან დაკავშირებულ მოდულებთან ერთად ზოგადი უნარებიც გამოვიმუშავოთ. აკადემიაში სწავლის პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანი ცნობებითაა დატვირთული. ყოველდღიურ მოტივაციასა და ცოდნას პროფესიული მასწავლებლები გვაძლევენ, რომლებიც საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.“