არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა პირს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოიპოვოს არაფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის აღი­ა­რე­ბა, მი­ი­ღოს სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ან და­აგ­რო­ვოს კრე­დი­ტე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­მო­მავ­ლოდ მი­სა­ღე­ბად.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­ზა­ნია, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღიარების მსურ­ვე­ლი პი­რის­თ­ვის, მა­ძი­ებ­ლის­თ­ვის, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა მიღ­წე­უ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა:
⇒ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის განმავლობაში სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;
⇒ პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;
⇒ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;
⇒ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;
⇒ და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;
⇒ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;
⇒ თვით­და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის.
 

2019 წელს საქართველოში თე­გე­ტა აკა­დე­მია ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სუ­ბი­ექ­ტი იყო, რო­მელ­მაც მო­ითხო­ვა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის უფ­ლე­ბა. 2020 წელს კი აკადემიამ ოფიციალურად მოიპოვა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება შემდეგი მიმართულებებით:

მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; 
მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; 
მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტონული სისტემების შეკეთება.
 

თეგეტა აკადემია არაფორმალური განათლების აღიარებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და არაფორმალური განათლების აღიარების შიდა მარეგულირებელი წესით, სადაც განსაზღვრულია ყველა საჭირო დეტალი. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე


აკადემიაში არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განაცხადის წარდგენა
ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება
გ) შეფასება
დ) გადაწყვეტილების მიღება.
 

ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს საავტომობილო სფეროში არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება და სურს სახელმწიფოს მიერ იქნას აღიარებული მისი განათლება, სწორედ თეგეტა აკადემიაში აქვს შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი. 
 
არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:

ა) მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების   დადასტურების შემთხვევაში –  სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;

ბ) მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერდადასტურების  შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ;

გ) მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს.

 

არაფორმალური განათლების აღიარებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია:

თეგეტა აკადემიაში არაფორმალური განათლების აღიარებას ახორციელებს NCEQE-ს მი­ერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არაფორმალური განათლების აღიარების კონ­სულ­ტან­ტი - ეკატერინე გიგაშვილი 

საკონტაქტოტელ.: 577 15 12 21

ელ.ფოსტა: [email protected]

 

მნიშვნელოვანი ბმულები: 
  1. არაფორმალური განათლების აღიარება
  2. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ
  3. განათლების აღიარების გზამკვლევი
  4. არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ