ლიკა სულაბერიძის წარმატების ისტორია თეგეტა აკადემიიდან იწყება.
მან მსუბუქი ავტომობილის აგებულების კურსზე ჩააბარა 2019 წელს და მისი აზრით, ეს არის საუკეთესო ადგილი ამ მიმართულებით ცოდნის გასაღრმავებლად.
დუალური სწავლების მეთოდმა და აკადემიის გარემომ გაუმარტივა ლიკას ამ მიმართულებების ათვისება.
როგორც გვიყვება, სწორედ აკადემიამ მისცა ბიძგი, უფრო დიდი კარიერული მიზნები დაესახა.
„ როდესაც აკადემიელი ხარ, სულ სხვა დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა გაქვს კომპანიის მიმართ, ამიტომ საქმესაც დიდი მონდომებით უდგები.“
ლიკა თვლის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობამ და პოზიტიურმა აზროვნებამ დიდი როლი ითამაშა მისი კარიერის ფორმირებაში.
შრომისმოყვარეობის დამსახურებით ლიკა თეგეტას ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ფილიალის დირექტორის პოზიციას იკავებს.
„ არასოდეს ვკარგავდი იმედს, რომ სირთულეების მიუხედავად თავს რატომღაც კაცებთან დაკავშირებულ სფეროში დავიმკვიდრებდი.“
ლიკას მოტივაციის მთავარი წყარო არის ის, რომ პირველი ქალია თეგეტას ისტორიაში, ვინც ფილიალის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მას სურს, რომ ყველა ქალს გაუჩინოს სურვილი, გამოსცადონ თავი წამყვან პოზიციებზე და იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის.