Main Image

თეგეტა აკადემიაში მსუბუქი ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი კურსი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მსუბუქი ავტომობილის ძირითადი აგრეგატებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპი შეისწავლეს. 

19 ნოემბერს გაიმართა დაჯილდოება, სადაც უმაღლესმა მენეჯმენტმა გაიცნო აკადემიელები და კურსის  წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ გავლილი კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სტიპენდია.  

პროგრამის მეშვეობით კომპანიას შეემატა 18 ახალი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობას სერვისისა და გაყიდვების მიმართულებით განაგრძობენ.