Main Image

16

მარ

2026 წლის 16 მარტს, პროფესიული მომზადების პროგრამაზე „სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება“ სასწავლო პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროგრამა თეგეტა აკადემიის მიერ უკვე მეორედ ხორციელდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აქტუალურობასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნას.
 
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება“ ჩაირიცხა 11 მსმენელი, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები.
 
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს თეგეტა აკადემიის თეორიულ/პრაქტიკული სასწავლო სივრცეები და პარტნიორი კომპანიის შპს „თეგეტა მოტორსის“ სამუშაო გარემო.
 
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
 
_______________________________________

პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.