Main Image

17

ოქტ

პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდმა, ევროკავშირი საქართველოსთვის "Skills 4 Job" პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კარიერის მართვის სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც თეგეტა აკადემიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 
 
 
საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს კარიერის მართვის სპეციალისტის სამუშაო აღწერილობის პროექტის შესახებ და შეთანხმდნენ ამ უკანასკნელის ფუნქცია-მოვალეობებზე, პასუხისმგებლობის სფეროებსა და პროფესიული განვითარების საჭიროებებზე.