Main Image

სანდრო სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება.

მას ავტომობილებთან შეხება აქამდეც ჰქონია და ფიქრობს, რომ თეგეტა აკადემია სამომავლო პროფესიის შეძენაში ეხმარება. ‘’ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების’’ პროფესიულ პროგრამაზე ის აგროვებს თეორიულ ცოდნას, რომელსაც დუალური მეთოდის საშუალებით მალე პრაქტიკაშიც გამოცდის.  

„ თეგეტა აკადემიაში დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო და პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ჩვენთვის გასაგებ ენაზე ხსნიდნენ თითოეულ დეტალს, ყურადღებითა და გულისყურით უდგებოდნენ სტუდენტებთან ურთიერთობას. აქ გავიღრმავე ცოდნა როგორც ავტომობილების აგებულებაზე, ასევე ზოგადად ავტოინდუსტრიაზე.“

სანდრო თვლის, რომ პროფესიული პროგრამების ათვისებისთვის მნიშველოვანია შემართება, მონდომება და მზადყოფნა, რომ სრულად გამოიყენო თეგეტა აკადემიაში არსებული შესაძლებლობები.