Main Image

7

ივლ

2025 წლის 24 ნოემბერს დაწყებული სასწავლო კურსი 13-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით დაასრულა და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განამტკიცა.

პროგრამის განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს როგორც თეორიული სწავლება, ისე პრაქტიკული მეცადინეობები. კურსის შინაარსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა:
• მსუბუქი ავტომობილის აგებულება – ძირითადი აგრეგატების, სავალი ნაწილებისა და სისტემების მუშაობის პრინციპები;
• ელექტროობის საფუძვლები – ელექტრული წრედები, კომპონენტები, გაზომვები და ელექტროტექნიკის კანონზომიერებები;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკა – თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენება, ელექტრონული სქემა-მანუალების წაკითხვა და გაუმართაობების იდენტიფიცირება.

თეორიულ კომპონენტთან ერთად, მსმენელებმა გაიარეს პრაქტიკული სწავლება და სამუშაო პრაქტიკა პარტნიორი კომპანიის, შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის სერვისცენტრში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში შეიძინეს პრაქტიკული უნარები.

მოკლევადიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი დანართით.

თეგეტა აკადემია ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და უსურვებს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას!


_______________________________________
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალაგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.