Main Image

23

აპრ

თეგეტა აკადემიაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების“ ერთ-ერთი მოდული - „დამკვეთთან ურთიერთობა“ დასრულდა.
 
სწავლის შედეგის დასადასტურებლად სტუდენტებმა შეფასების ინსტრუმენტით განსაზღვრული დავალება შეასრულეს, რაც ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების დადგენასა და ავტომობილის ზედაპირულ აღწერას ეხებოდა.
 
თეგეტა აკადემიაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ დუალური ფორმით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტები როგორც ზოგად, ისე პროფესიულ მოდულებს გადიან.