Main Image

25

ნოე

2024 წლის 25 ნოემბერს, თეგეტა აკადემიის ბათუმის ფილიალში სასწავლო პროცესი ახალი პროფესიული მომზადების პროგრამებით დაიწყო. 
 
პროფესიული მომზადების პროგრამებზე „მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი“, „მსუბუქი ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი“ და „სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება“ ჩაირიცხნენ ის პირები, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები.
 
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს თეგეტა აკადემიის თეორიულ/პრაქტიკული სასწავლო სივრცეები და პარტნიორი კომპანიის შპს „თეგეტა მოტორსის“ სამუშაო გარემო.
 
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
 
_______________________________________
პროფესიული მომზადების პროგრამები ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.