Main Image

24

ნოე

2025 წლის 24 ნოემბერს, თეგეტა აკადემიის ბათუმის ფილიალში სასწავლო პროცესი განახლდა.
 
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი“ ჩაირიცხნენ ის პირები, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები.
 
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს თეგეტა აკადემიის თეორიულ/პრაქტიკული სასწავლო სივრცეები და პარტნიორი კომპანიის შპს „თეგეტა მოტორსის“ სამუშაო გარემო.
 
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
 
_______________________________________
პროფესიული მომზადების პროგრამები ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.