Main Image

29

მარ

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით მიმდინარე წლის 24, 25 და 29 მარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო პროგრამები“. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, მათ შორის თეგეტა აკადემიის წარმომადგენელიც.


ტრენინგის ფარგლებში გაზიარებული იქნა როგორც არსებული პრაქტიკა, ისე ღირებული მიგნებები ავტორიზაციის მეორე სტანდარტის ირგვლივ. აღნიშნულ ტრენინგზე თეგეტა აკადემიას გადაეცა ასოციაციის წარმატებული წევრობის და ტრენინგში მონაწილეობის სერტიფიკატები საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მხრიდან.