Main Image

3

ნოე

 
საქართველოში პირველად, 27 ნოემბერი - 10 დეკემბრის პერიოდში, თეგეტა ჰოლდინგი მასპინძლობს WorldSkills Georgia-ს ეროვნულ კონკურსს საავტომობილო მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომლის ასაკი 2026 წლის მდგომარეობით არაღემატება 22 წელს, ასევე:

• პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;
• პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს;
• დასაქმებულებს/თვითდასაქმებულებს.
 
უნარების ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, ხოლო გამარჯვებული დასკვნით ღონისძიებაზე გამოცხადდება. ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საავტომობილო მიმართულებით შეირჩევა მაქსიმუმ 10 მონაწილე.
საპრიზო ადგილის (I-II-III) მქონე კონკურსანტს ეძლევა შანსი წარდგეს WorldSkills რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2026 წლის 22-26 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება.

რეგისტრაცია გრძელდება 14 ნოემბრამდე
რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ბმულს   
 
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე ან დაგვიკავშირდით [email protected] / 0 32 2 26 44 46