პროგრამის მიზანი: პროგრამის მთავარი მიზანია, სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის რეალიზება მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. სწავლის პროცესში თქვენ მიიღებთ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა: დუალური
პროგრამის მოცულობა - 82 კრედიტი, არაქართულენოვანი სტუდენტების შემთხვევაში 97 კრედიტი.
პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა - თეორიული სწავლების პერიოდი კოლეჯში მიმდინარეობს 35 სასწავლო კვირა, ხოლო სამუშაოზე დაფუძვენული სწავლება (დუალური) საწარმოში განხორცილედება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება: პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს შ.პ.ს. თეგეტა აკადემიის პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
იხილეთ ვრცლად: ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადმოწერეთ მიბმული ფაილი
ამ ეტაპზე პროგრამაზე მიღება არ მიმდინარეობს.