პროგრამის მიზანია, სატრანსპორტო სფეროსთვის მოვამზადოთ სავალი ნაწილის შემკეთებელი, რომელიც ასრულებს სამუხრუჭე სისტემის დაკიდებას, საჭით მართვას, გადაცემათა კოლოფების, წამყვანი ხიდებისა და ამძრავების შეკეთებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების გათვალისწინებით.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს, როგორც საშუალო, ისე მცირე საწარმოსა და მსხვილ კომპანიაში. შეუძლია დააფუძნოს კერძო სახელოსნო და იმუშაოს კერძო შეკვეთებზე.

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:   საბაზო  პროფესიული კვალიფიკაცია  მსუბუქი  ავტომობილის  შეკეთებაში

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  საბაზო  განათლება

პროგრამის მიზანი:
სატრანსპორტო სფეროსთვის  მოამზადოს  სავალი ნაწილის  შემკეთებელი, რომელიც ასრულებს  სამუხრუჭე სისტემების დაკიდების, საჭით მართვის, წამყვანი ხიდებისა და ამძრავების შეკეთებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს  შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების გათვალისწინებით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა: მოდულური

პროგრამის მოცულობა:  59  კრედიტი, არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის  74 კრედიტი;
პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა:   42 კვირა

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:
პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს   შპს  თეგეტა აკადემიის  პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები  და   ჩააბაროს   საკვალიფიკაციო   გამოცდა.

იხილეთ ვრცლად:
ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადმოწერეთ მიბმული ფაილი

ამ ეტაპზე პროგრამაზე მიღება არ მიმდინარეობს. 

ტრენერი