კვირას, 10 თებერვალს, თეგეტა აკადემიაში ჩატარდა გუნდური შეჭიდულობის (Teambuilding) ტრენინგი, რომელსაც დაესწრო სპეც.ტექნიკის სერვისების მიმართულების 47 თანამშრომელი ჰოლდინგის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის შინაარსი და ფორმატი შეიმუშავა თეგეტა აკადემიამ სერვისების მიმართულების გუნდთან ერთად და ის მაქსიმალურად იყო მორგებული ჩვენი კომპანიის სპეციფიკას.
აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, თანამშრომელთა დამეგობრება და გუნდური სულისკვეთების განმტკიცება რასაც მონაწილეთა უკუკავშირით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად მივაღწიეთ ერთობლივი ძალებით. სწავლების პროცესმა ძალიან პოზიტიურად, ნაყოფიერად და მონაწილეთა სრული ჩართულობით ჩაიარა.
დიდი მადლობა ტრენინგის ყველა მონაწილეს აქტიური და ნაყოფიერი გუნდური შრომისთვის!